სილის გაწნა ხელისუფლებისთვის–საზოგადოების გამოხმაურება 2 საათში შეგროვილ გირაოზე

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო საზოგადოება ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს თანხის სრულად 2 საათში შეგროვებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხალხმა ამით ხელისუფლებას სილა გააწნა და დაუმტკიცა, რომ არ მოტყუვდებიან. 

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის მარტივი და იგი საკმაოდ ფხიზელი გონების საზოგადოებაა, რეალურად ეს ფანდი, რაც ხელისუფლებამ ჩაიფიქრა და გამოუშვა, რომ დასავლელ საზოგადოებას უთხრას, სურს პარტიას პარლამენტი შეივსოს, აი ამისთვის გააკეთა, ეს ფანდი იყო, ვირ–ეშმაკები და ცრუპენტელები არიან და ამას მოყვა საზოგადოების ფხიზელი ქმედება, 2 საათში დაუმტკიცეს ხელისუფლებას რომ ვერ მოატყუებენ, 40 000 ლარი შეგროვდეს გირაოდ ეს არის სილის გაწნა ხელისუფლებისთვის, რომ არ გაგივათ" – ამბობს მხატვარი გია ბუღაძე

პუბლიცისტების თქმით, საზოგადოების მხარდაჭერა კარტოგრაფებმა თავიანთი ვაჟკაცობითა და გმირობით, ბოლომდე საკუთარი სიმართლის დამტკიცების გამბედაობით მოიპოვეს. 

"თავისუფლება, ისევე, როგორც დაპატიმრება იყო პირდაპირ დასტური იმისა, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური და ამას არანაირი საერთო არ აქვს მართლაც სამართალთან, იმიტომ რომ  ბრალდება იყო აბსოლუტურად აბსურდული. რაც შეეხება საზოგადოებისგან მსგავს მხარდაჭერას, მე ვფიქრობ, რომ მთავარი მოტივატორები იყვნენ ნატალია ილიჩოვა და ბატონი ივერი მელაშვილი, რომელთაც აჩვენეს ვაჟკაცობის და გმირობის დაუვიწყარი სახე, ისინი მედგრად იდგნენ, ორი ხანშიშესული ადამიანი ბოლომდე საკუთარ სიმართლეს ამტკიცებდა და ამის შედეგი იყო ის, რომ მათ მიიღეს საზოგადოებისგან ასეთი გვერდში დგომა"  – ამბობს პუბლიცისტი ნინია კაკაბაძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი