გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ 2021 წელი იყოს ეკონომიკის ზრდის და აღდგენის - თურნავა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რაც შეეხება 2021 წლის გლობალურ ეკონომიკას, სადაც მეტი ოპტიმიზმის შესაძლებლობაა, ვაქცინაციის მოლოდინის ფონზე ყველაფერი უფრო დადებითი გახდა. მისი თქმით, საქართველოს ყველა წინაპირობა აქვს, რომ 2021 წელის იყოს ზრდის და ეკონომიკის აღდგენის წელი.

"ჩვენ გვაქვს ყველა წანამძღვარი, ყველა წინაპირობა იმისა, რომ 2021 წელი იყოს ზრდისა და ეკონომიკის აღდგენის წელი. აი, ხედავთ, რომ უკვე პირველ გეგმებზე ვსაუბრობთ ტურიზმის ინდუსტრიაში. სხვა მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ, უცხოელი ინვესტორების შემოსაყვანად, ადგილობრივი ინვესტორების წასახალისებლად, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. 2021 წელი იქნება აღდგენის, გაჯანსაღების, ზრდის წელი", - თქვა ნათია თურნავამ. 

მისი თქმით, ყველა საერთაშორისო მეგობარი ორგანიზაცია თანხმდება, რომ საქართველო რეგიონში ეკონომიკის ზრდის მიხედვთ ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ეკონომიკია 6,1%-ით შემცირდა. ამ თემაზე თურნავამ აღნიშნა, რომ საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია, მაგრამ მსოფლიო ტრენდის ნაწილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი