მძიმე მაჩვენებელია, მაგრამ მსოფლიო ტრენდის ნაწილი - თურნავა ეკონომიკის 6%-ით შემცირებაზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, წინასწარი პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, რაც მძიმე მაჩვენებელია.

"ამ ეტაპზე ჩვენ, სამწუხაროდ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო და როგორც მთელ მსოფლიოში ხდება, ნეგატიურ ზრდაზე გვაქვს საუბარი. ქვეყნის ეკონომიკა, წინასწარი პროგნოზით, შემცირდება 6 პროცენტით დაახლოებით, ეს არის საკმაოდ მძიმე მაჩვენებელი, მაგრამ ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი", - თქვა ნათია თურნავამ. 

მისი თქმით, ჩვენ გვქონდა სერიზული გაჯანსაღება სექტემბერში და ოქტომბრის დასაწყისში, თუმცა მეორე ტალღამ საქართველოს ეკონომიკას თავისი დაღი დაასვა და შედეგები იმაზე მძიმეა, ვიდრე მთავრობა ამას თავიდან პროგნოზირებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი