კვების ობიექტების პროტესტი - შაბათს გაფიცვას 120-ზე მეტი რესტორანი შეუერთდება

გამოქვეყნდა:

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად შაბათს, 30 იანვარს რესტორნები და კვების ობიექტები პროტესტის ნიშნად მუშაობას 24 საათით წყვეტენ და მიწოდების სერვისს გათიშავენ. რესტორნების ასოციაციის მონაცემებით, გუშინ გამოთქმულ ამ ინიციატივას 80-მდე ობიექტი უერთდებოდა, დღეს მათი რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 120-ს აჭარბებს.

გაფიცვის პრალალურად რესტორნების წარმომადგენლები შეზღუდვების გასაპროტესტებლად შაბათს 3 საათზე მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ მშვიდობიან აქციას შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, ამ დრომდე უცნობია როდის შეეხება სარესტორნო სფეროს შეზღუდვების შემსუბუქება. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ბიზნესის წარმომადგენლები 26 იანვარს შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად განუმარტეს, როგორ აპირებენ რეგულაციების დაცვით, მათი სფეროების ამუშავებას, ხელისუფლებისგან მაინც უარი მიიღეს. 1 თებერვლიდან მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ სავაჭრო მოლები იხსნება.

ამავე თემას დღეს, 29 იანვარს გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რომელმაც რესტორნების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ცოტა კიდევ მოითმინონ. მისი თქმით, ესმით მათი პრობლემები მაგრამ თანმიმდევრულობაა საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი