
არჩილ თალაკვაძე, რომელთან შეხვედრის შემდეგაც, დღეს ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიიღო, პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ "ოცნებასა" და ელისაშვილს შორის, მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდა და პარლამენტში სხვა პარტიებსაც ელიან.
"გვქონდა მოლაპარაკებები, პარტია მოქალაქეებთან, რომელიც დღეს დასრულდა პოზიტიური შედეგით, ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა, ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს პარლამენტში განვახორციელებთ საარჩევნო რეფორმების შემდეგ ეტაპს, ეუთო–ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით, გაფორმდა დოკუმენტში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს, ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს პარტია "მოქალაქეებმა" და ეს დოკუმენტი ღიაა, სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვისაც, მათთვის ვინც გადალახეს ბარიერი და მიიღეს მანდატი საქართველოს პარლამენტში, ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკურ დიალოგს და მოლაპარაკებებს, პოლიტიკურ პარტიებთან და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება" – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა და სადაც არჩევნებთან დაკავშირებული დეტალებია გაწერილი:
რა წერია მემორანდუმში რომელიც "ოცნებამ" და "მოქალაქეებმა" გააფორმეს - სრულად