არასამთავრობო ორგანიზაციები ISFED–ის საბოლოო დასკვნას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც შემაჯამებელი ოქმების 8%–ში მეტობითი დისბალანსი იყო და ამბობენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე არ იყო თავისუფალი გარემო და შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის გამო უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის შესწორების ოქმები გაფორმდა.
"შეიძლება პროცენტული მაჩვენებელი სხვადასხვა იყოს, მაგრამ საერთო მაჩვენებელს თუ ავიღებთ, ის არჩევნების საბოლოო შედეგებზე ახდენს გავლენას. ვაკვირდებოდით წინასაარჩევნო პერიოდსაც , მიდიოდა ამომრჩევლის მოსყიდვა, არ იყო თავისუფალი გარემო, არჩევნები არ იყო სამართლიანი"– ამბობს "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"–ის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე
გარდა ამისა, სამოქალაქო პლატფორმა 20/20–ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ შეისწავლეს 3657 უბნის, შემაჯამებელი ოქმი და 25%–ში გამოიკვეთა ხარვეზი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა უბნის – 1/4 არასწორად არის დათვლილი.
"ყველაზე თვალშისაცემი დარღვევა, 2020 წლის არჩევნების, იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში, რის გამოც უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით შესწორებების ოქმები გაფორმდა" – ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი
ამავე თემაზე: