ოპოზიცია და "ქართული ოცნება" ISFED-ის განცხადებას ისევ ურთიერთგამომრიცხავად აფასებს

გამოქვეყნდა:

"სამართლიანი არჩევნების" მორიგ განცხადებას არჩევნებზე PVT-ის შედეგებთან დაკავშირებით უკვე მოჰყვა ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციაში. ორივე მხარე მიიჩნევს, რომ შედეგები მათ სასაგრებლოდ მეტყველებს. 

"ეს განცხადება, რომელიც დღეს გავრცელდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მასშტაბების გაყალბებას ჰქონდა ადგილი 31 ოქტომბერს და სწორედ ამიტომ არცერთი სარჩელი არ დაკმაყოფილა, არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ არასამათავრობო ორგანიზაციებისაც იმის შესახებ, რომ უშუალოდ არჩევნების შემდგომ მომხდარიყო იმ უბნების გადათვლა სადაც ჩვენ გვქონდა პრეტენზიები, ასეთი იყო ასეულობით უბანი, სადაც მოხდა გაყალბება", - თქვა ენმ-ს ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა. 

მისი თქმით, ახლა ყველასთვის გასაგებია რატომ ამბობდა გადათვლაზე თავიდან "ქართული ოცნება" უარს და ოთხი თვის შემდეგ რატომ არიან თანახმა. 

"დღევანდელი განცხადება უბრალოდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით თავიდანვე და ეს უჩვენებს მარტივ რაღაცას, რომ არჩევნები არ ჩატარდა ნორმალურად, იყო აბსოლუტური დიზორგანიზაცია, გაყალბება და არჩევნების დღე არაა მხოლოდ არჩევნების დღე, ესაა მთლიანი პროცესი როცა ხდებოდა დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ლევან თარხნიშვილმა. 

"ლელოს" წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, ნათლადაა ასახული თუ როგორ ცდილობდა არჩევნების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია ოქმების გადაწერას. 

"ეს არ არის სიმართლე, რატომ?! იმიტომ, რომ თავადაც ამბობენ, რომ ამ 8%-დან მხოლოდ 3,6-ში არ ჰქონდათ მათ შესწორების ოქმები, იმიტომ, რომ ისინი ფიზიკურად მეორე დღეს შედგა, ზოგი საოლქო კომისიაში და მათ დამკვირვებელს ფიზიკურად ვერ ექნებოდა. სხვა დანარჩენის, 4,4%-ის შესწორების ოქმები მათ ჰქონდათ და იცოდნენ, რომ არსებობდა, მათ შორის მათი დამკვირვების შედეგად შედგა ეს ოქმები", - თქვა "ქართული ოცნების" წევრმა, შალვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ "სამართლიანმა არჩევნების" თქმით, ხელახლა გადათვალეს 850 PVT უბანი და შემაჯამებელი ოქმების 8%-ში მეტობა იყო. 

ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მეტობით დისბალანსიან PVT შერჩევის საარჩევნო უბნების 46%-ზე "სამართლიანმა არჩევნებმა" საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები წარადგინა, მათ შორის, საარჩევნო უბნების 41%-ზე გადათვლის მოთხოვნით - აქედან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს გადათვლის არცერთი მოთხოვნა.

 შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" მიმართ კრიტიკა და კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორგანიზაციამ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ PVT-ში ხარვეზი გამოვლინდა და მონაცემები შეცვალა. 

"სამართლიანი არჩევნების" ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან. შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.

მოვლენებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ISFED-ის თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი