საერთო ჯამში, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა - ISFED-მა ყველა PVT უბანი გადათვალა

გამოქვეყნდა:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის სადავო შედეგების შემდეგ "სამართლიანი არჩევნები"  (ISFED) PVT უბნების ოქმების მიხედვით ხელახალი გადათვლის შედეგებს ასაჯაროვებს და საგანგებო ბრიფინგზე აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ამ უბნებზე მეტობის დისბალანსი (მანიპულირება) დადასტურდა და მან, როგორც ორგანიზაციის თავდაპირველ ანგარიშში იყო აღნიშნული, 8% შეადგინა. 

"ძალიან ბევრჯერ გაიჟღერა შეკითხვამ ხმების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენმა გამგეობამ გადაწყვიტა, ხელახლა გადაგვეთვალა ყველა PVT უბანი, სულ 850 და შემიძლია გითხრათ, რომ მეტობის დისბალანსი შეადგენს 8%-ს, როგორც ეს ადრე ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ", - თქვა ბრიფინგზე "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ "სამართლიანი არჩევნები" სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ 1 თვეში განაცხადა, რომ ალტერნატიული დათვლის ალგორითმში შიდა აუდიტმა ხარვეზი აღმოაჩინა და არჩევნებზე, პარტიების მიერ მიღებული მონაცემები შეცვალა.

"სამართლიანი არჩევნების" ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან.

შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი