"სამართლიანი არჩევნების" ყოფილი თავმჯდომარე, ელენე ნიჟარაძე ორგანიზაციის მიერ PVT-სთან დაკავშირებით დღეს, 29 იანვარს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უხარია კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რასაც არჩევნების შემდგომ დაუღალავად ლაპარაკობდა.
"ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რასაც არჩევნების შემდგომ დაუღალავად ვლაპარაკობდი. შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული პრობლემები და ამის არასათანადოდ შესწავლა იყო ამ არჩევნების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. ეს არის, რაზეც პასუხი უნდა მოეთხოვოს ხელისუფლებას. ამასთან, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას. თავის დროზე, რომ მომხდარიყო ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, რასაც ხელისუფლებას ვთავაზობდით, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა.
ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ერთი წინადადებით ვიტყვი იმას, რაც მანამდე ბევრჯერ ვთქვი. ჩემი არჩევნებზე მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არჩევნები ნამდვილად იყო ყველაზე ცუდი არჩევნები თავისი წინასაარჩევნო კამპანიით, არჩევნების დღით და შემდგომ პერიოდში საჩივრების განხილვის პროცესით. ამან გამოიწვია სწორედ ის მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელში ცხოვრებაც გვიწევს", - წერს ელენე ნიჟარაძე.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ამ განცხადების შემდეგ დამთავრდება მმართველი პარტიის თავდასხმები არასამართავრობო ორგანიზაციებზე, რომელიც რეალური პრობლემის გადაფარვას ემსახურება. ის კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ყველას, ვინც მისი და ISFED-ის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
შეგახსენებთ, რომ "სამართლიანმა არჩევნების" თქმით, ხელახლა გადათვალეს 850 PVT უბანი და შემაჯამებელი ოქმების 8%-ში მეტობა იყო.
ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მეტობით დისბალანსიან PVT შერჩევის საარჩევნო უბნების 46%-ზე "სამართლიანმა არჩევნებმა" საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები წარადგინა, მათ შორის, საარჩევნო უბნების 41%-ზე გადათვლის მოთხოვნით - აქედან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს გადათვლის არცერთი მოთხოვნა.
შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" მიმართ კრიტიკა და კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორგანიზაციამ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ PVT-ში ხარვეზი გამოვლინდა და მონაცემები შეცვალა.
"სამართლიანი არჩევნების" ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან. შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.
მოვლენებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ISFED-ის თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა