
როგორც ჩანს "ოცნებამ" უთხრა, რომ რურუა დაივიწყეთ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ხათუნა გოგორიშვილი "მოქალაქეებისა" და "ოცნების" შეთანხმებაზე საუბრისას.
ელისაშვილისა და იოსელიანის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება გოგორიშვილმა "დღის სტუმრის" ეთერში შეაფასა:
ჩემი აზრით, რურუაზე პასუხის აცილება იყო ნაკარნახევი იმით, რომ ელისაშვილმა და იოსელიანმა ზუსტად იციან, რა დაპირდნენ "ოცნებას" და რითი შეიძლება თავი "მოიწონონ", როგორც ჩანს "ოცნებამ" უთხრა, რომ რურუა დაივიწყეთ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა. სამაგიეროდ გექნებათ ფრაქცია, გეყოლებათ თანაშემწეები, კომისიებში თქვენს წარმომადგენლებს ექნებათ ანაზღაურება, ეს არის ის ჩამონათვალი, იმ სიკეთეების, რაც დაპირდნენ და ამ ჩამონათვალში რასაც გადაუგდებს ქართული ოცნება უკვე მისსავე ნაწილს" - ამბობს გოგორიშვილი
ხათუნა გოგორიშივილის თქმითვე, ელისაშვილის ოპიზიციონერობიდან არაფერია აღარ დარჩა: წინასწარმეტყველი იყო ის კახელი ადამიანი რომ შეხვდა ალეკო ელისაშვილის და უწინასწარმეტყველა, რა მოელოდა მომავალში - ამბობს გოგორიშვილი.
შეგახსენებთ, "მოქალაქეებმა" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება დღეს მიიღეს და "ქართულ ოცნებასთან" მემორანდუმიც გააფორმეს.
როგორც აღმოჩნდა, მემორანდუმი მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე ირაკლი კობახიძეს უკვე მზად ჰქონდა.
გიორგი რურუას შესახებ რამდენჯერმე დასმულ შეკითხვას კი დღეს მათ თავი აარიდეს.