შესაძლო კორუფლია ჯანდაცვის სამინისტროში - უწყების მიერ განხორციელებული ზოგიერთი პროექტი აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინა. საუბარია ქრონიკული დაავადებებისა და საამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც თავდაპირველად მორგებული იყო სოციალურად დაუცველებზე, შემდგომ კი პენსიონერებზე და შშმ პირებზეც. კონკრეტულად საუბარია ვადაგასულ მედიკამენტებსა და პროგრამის არასწორ მენეჯმენტზე რის გამოც პენსიონრები და სოციალურად დაუცველბი მკურნალობის გარეშე რჩებიან.
დასკვნის მიხედვით ვიგებთ, რომ პროგრამას თავიდანვე არასწორი მენეჯმენტი და დაგეგმარებას ჰქონდა და მას საკმაოდ ცოტა ბენეფიციარი მიმართავდა. ამის მიზეზი კი არასათანადო ინფორმირება იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტი ამბობს, რომ სახელმწიფოს მედიკამენტების დიდი მარაგი დარჩა, რომელსაც ვადა გაუვიდა.
ოპოზიციის წევრები და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სავარაუდოდ კორუფციის ნიშნებიც იკვეთება, რადგან სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 130 ტენდერში მხოლოდ 3 კომპანია იმარჯვებს.
"ყველამ კარგად იცით როგორი გაძვირებულია საქართველოში წამლის ფასი და ამ დროს ყველაზე მეტად ვისაც აქვს მოთხოვნილება წამალზე, ქრონიკურლი დაავადების მქონე მოქალაქეებს, ხორციელდება მათივე ფულით პროგრამა, რომლის შედეგიც ამ ადამიანებამდე არ აღწევს, ვადაგასულია ძალიან ბევრი წამალი, არასწორი მენეჯმენტი, აქ არის ძალიან დიდი კორუფციული მომენტი", - ამბობს ენმ-ს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი.
ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პრორგამის დაგეგმარება და მენეჯმენტი ხარვეზიანია და შესყიდვები კორუფციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.
"შედეგი მაინც არ აქვს, ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი, მედიკამენტები ნაყიდია, ვადა გასული აქვს და პრაქტიკულად გადაყრილია, ვისი ფულით, ისევ და ისევ ჩვენი", - ამბობს ექსპერტი ვატო სურგულაძე.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთონ და პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.