მსოფლიოში 94 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე აიცრა - ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად ისრაელში მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ვაქცინით მსოფლიოს მასშტაბით 94 მილიონი პირი უკვე აიცრა. ყოველდღიურად იმუნიზაციაში, დაახლებით, 4.47 მილიონი ადამიანი ერთვება, 62 ქვეყნიდან. მონაცემები Bloomberg-მა შეაგროვა.

მხოლოდ აშშ-ში, სადაც ვაქცინაცია 14 დეკემბერს დაიწყო, აცრილთა რაოდენობა 30.5 მილიონს აღწევს - მედიკოსთა დიდმა ნაწილმა პროცესში მონაწილეობა უკვე მიიღო. 

[რაც უფრო მუქია მწვანე ფერი, იმ ქვეყანაში მეტი ადამიანი იცრება]

რაც შეეხება ვაქცინაციის სისწრაფეს (ყოველ 100 მოსახლეზე გაანგარიშებით), ამ მხრივ კვლავ ისრაელი ლიდერობს, სადაც, 30 იანვრის მონაცემებით, აცრილთა რიცხვი 3.7 მილიონია. მას მოსდევს სეიშელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი და აშშ.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 103 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 74 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი