ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის წარმოშობას იძიებს, ქალაქ უჰანის ბაიშაჟოუს ბაზარს ეწვია - დიდ სავაჭრო ობიექტს, საიდანაც, სავარაუდოდ, ვირუსის პირველი შემთხვევა გავრცელდა.
ჯგუფი ჩინეთის 11-მილიონიან ქალაქში ორი კვირა დარჩება და ამ დროის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ბაზარსა და საავადმყოფოს მოინახულებს.
ჯანმოს მიერ ორგანიზებულ გამოძიებას ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მრავალი დაბრკოლება შეხვდა და როგორც საერთაშორისო სააგენტობი იუწყებიან, საგამოძიებო ჯგუფს ქვეყანაში უმკაცრესას აკონტროლებენ.
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა უჰანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.