რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვში მიმდინარე აქციის დროს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია დააკავეს. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
ამ დროისთვის ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების რიცხვმა უკვე 1.600-ს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის მხარდასაჭერად ხალხი ქუჩაში გამოვიდა. რაც შეეხება იულია ნავალნაიას, ის უკვე მეორედ დააკავეს მისი ქმრის მხარდამჭერ აქციაზე.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა.
აქვე გეტყვით, რომ ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.
დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურები ნავალნის მოწავლაში კრემლს ადანაშაულებდნენ, კრემლი თავისთავად ფაქტს უარყოფს. ვლადიმერ პუტინი ამბობს - რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ მოენდომებინათ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ.
ნავალნიმ თავისი საქმე გამოიძია – თვითონ დაურეკა თავის მკვლელს, რომელმაც რუსეთის ხელისფულების მხრიდან მისი მოწამვლა დაადასტურა.