პრემიერმინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებებზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მსგავსი როტაცია ნორმალურია.
"ყოველთვის მიჭირს ხოლმე ჭორების კომენტარები, მაგრამ ამ შემთხვევაში გავაკეთებ, შინაგან საქმეთა მინისტრი მეც ვიყავი და საერთოდ შსს–ში არის ძალიან სწორი პრაქტიკა სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაცია. ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემს დროს იყვნენ დანიშნული, ორ წელიწადზე მეტია ამ თანამდებობებზე მსახურობენ და ახლა ხდება მათი როტაცია, ეს არის ნორმალური, მაშინ მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს, დღეს ბატონი გომელაური არის მინისტრი და ეს არის ნორმალური, ასე ხდება ყველგან" – ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია
გარდა ამისა, გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო კორონავირუსს კარგად მართავს და ნელ–ნელა შესაძლოა მოიხსნას შეზღუდვები. გახარიას თქმით პრიორიტეტულია ჯანმრთელობა შემდგომ კი გრძელვადიანად შეზღუდვების მოხსნა.
გიორგი გახარიამ უმძიმესი აღშფოთება გამოხატა, ასევე მოსწავლეების მიერ ჩხოროწყუში საპირფარეშოს იძულებით დასუფთავებაზე.