
"ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა" - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ივერი მელაშვილზე თავდასხმას.
მდინარაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ფორმით თავდასხმა ადამიანზე "ქართული ოცნების" გუნდისთვის მიუღებელია.
ყველანაირ თავდასხმას, ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე უნდა გაემიჯნოს, რაც შეეხება წახალისებას, მე ამ კითხვას არ მივიღებდი. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია დღევანდელ სიტუაციაში "ქართული ოცნების" დამოკიდებულება ადამიანების მიმართ იძლეოდეს იმის თქმის და თუნდაც კითხვის დასმის საშულებასაც კი, თუმცა ეს თქვენი საქმეა, რა თქმა უნდა, რომ ვიღაცას ახალისებს დღევანდელი ხელისუფლება. ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა, ჩვენ მსგავსი ხელწერა არ გვახასიათებს", - ამბობს მამუკა მდინარაძე
მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააგრძელა ის მთავარი ხაზი, რომელსაც ბოლო დროს მმართველი გუნდი მიჰყვება, თითქოს ოპოზიცია გარეჯს საქართველოს ნაწილად არ განიხილავს. მდინარაძე ამბობს, რომ თუ დასჭირდება ოპოზიცია იტყვის იმასაც, რომ "რუსეთი ოკუპანტი არ არის".
თავდასხმა მელაშვილზე დღეს "ალტა ოქეიში" მოხდა. ახალგაზრდა, რომელმაც "ალტა ოქეის" მაღაზიაში ივერ მელაშვილს შეურაცხყოფა მოაყენა და თავს დაესხა ბაქარ ადამიაა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი, რომელიც ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებს.
ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა ადვოკატმა ხელისუფლებას დააკისრა.