ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი - ადვოკატის აზრით, გადაწყვეტილება ივანიშვილთან იქნება შეთანხმებული

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზე განახლდება. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას.

„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და პროცესისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ ველით. ის იქნება აუცილებლად ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული“, - აღნიშნავს ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი. 

ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესები ახლა უკვე ინტესიურ სახეს მიიღებს და დიდი სიხშირით გაიმართება.

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სხვა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები განაახლოს. ნიკა მელია აღნიშნავს, რომ სასამართლოში სიარული ამ ხელისუფლების ოპონენტისთვის ოპონენტობის თანმდევი პროცესია, ხოლო ნინო ბურჯანაძე ხაზს უსვამს, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, ცხადია, პოლიტიკურად იქნება მოტივირებული და ოპოზიცია ნიკა გვარამიას მხარდაჭერას გამოუცხადებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი