აქტივისტებმა "მანდატები" 1 ლარად იყიდეს და სხდომაზე შესვლა სცადეს - აქცია პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო "მანდატები" დღეს შენობასთან სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაიყიდა - აქცია-პერფორმანსი "ევროპულმა საქართველომ" მოაწყო. მათგან შეძენილი "მანდატებით" სამოქალაქო აქტივისტთა ნაწილმა შენობაში შესვლა სცადა, თუმცა, პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

აქცია პარლამენტთან დილიდან მიმდინარეობს და მისი მონაწილეები ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლასაც აპროტესტებენ. ახლაგაზრდებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ნაგვის ურნაც მიიტანეს და ასე გამოხატეს პროტესტი.

პარლამენტთან შეკრებილები ამბობენ, რომ ყველას ადგილი, ვინც პრლამენტში შევა, დღეს ნაგვის ურნაშია, ხოლო ალეკო ელისაშვილი არის ქართული პოლიტიკის ბრუტუსი. სწორედ ამიტომ ერთერთ პლაკატზე არის წარწერა: "ნუ დაემსგავსები ბრუტუსს!"

საბა ბუაძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი