ახლა გასაგებია რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი - ნიკა გვარამია წულუკიანს პასუხობს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" დეპუტატს, თეა წულუკიანს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე მისი მობილურის ნომერი გაასაჯაროვა პასუხობს. გვარამია წერს, რომ ახლა გასაგებია რატომ განახლდა მხოლოდ მისი სასამართლო პროცესი.

"ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია - როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე გონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს. რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში. 

ps ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება", - წერს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამია სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართვას კითხვით, რამდენად სწორია მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გავრამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ გავრამიას დაურეკოს და რასაც დაარიგებს პარლამენტში ის ილაპარაკოს.

შეგახსნებთ, რომ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ელისაშვილმა გაიმეორა მობილურის ნომერი და თქვა, რომ მას მომავალი 4 წელი უკვე როგორც დეპუტატი ისე უპასუხებს. მსგავსი კამპანია მას წინასაარჩევნოდ ჰქონდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი