
პარლამენტში ალეკო ელისაშვილთან ერთად შესულმა ლევან იოსელიანმა სხდომაზე თეა წულუკიანს ტელეფონის ნომერი მოსთხოვა, მას შემდეგ, რაც წულუკიანმა მოქალაქეებს ნიკა გვარამიას ნომერი უთხრა და ურჩია, მისი კარნახით ილაპარაკონ.
ლევან იოსელიანის თქმით, კარგი იქნება თუ თეა წულუკიანი თავის ნომერს გამოაცხადებს, იმ ხალხისთვის, ვისაც მისგან სიღარიბის პრობლემებზე საუბრის მოლოდინი აქვს.
"ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს, კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ და ამით მოისმენთ, იმ ადამიანების სატკივარს და იმ ადამიანების წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ვინც უყურებს დღეს ამ ეკრანს და ელოდება, რომ მათ პრობლემებზე და მათ სიღარიბეზე იქნება საუბარი.
კარგი იქნება თუ თქვენს ნომერს მართლა გამოაცხადებთ, იმიტომ რომ თუ ამაზე მიდის შეჯიბრი, ალეკომ თავის ნომერი დადო, გვარამიას ნომერი უკვე ყველას აქვს, თეა წულუკიანის ნომერიც თუ გვექნება, იქნება მხოლოდ კარგი" – თქვა პარლამენტის ახალმა წევრმა ლევან იოსელიანმა
დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ ისაუბრეთ - წულუკიანმა ელისაშვილს ნიკა გვარამიას ნომერი ჩააწერინა
პარლამენტში დღეს ტელეფონის ნომერი პირველმა ალეკო ელისაშვილმა გააჟღერა – 593 58 40 52 არის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ