"მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ კოვიდპანდემიის პირობებში ყველა პროცესი გადადებულია, ნიკა გვარამიას პროცესის გარდა.
"ყველა ის საქმე, რომელშიც სასამართლო ვადებით არ არის შებოჭილი და გადაწყვეტილება არ ეხება საპატიმრო ვადას, გადადებულია კოვიდპანდემიის გამო, მაგრამ ეს არ ეხება ნიკა გვარამიას სასამაღთლო პროცესს, რაც "მთავარი არხის" გენდირექტორის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე მიანიშნებს", - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.
სასამართლოში ელოდებიან ნიკა გვარამიას, რის შემდეგაც, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი განახლდება - დღეს ტექნიკური სხდომაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, თავდაპირველად, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის განახლების შესახებ შეტყობინება 1 დეკემბერს გაეგზავნა, თუმცა საზოგადოების რეაქციის შემდეგ პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ პროცესი 2 თებერვალს განახლდებოდა.