უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია, ყველანაირ დევნილად მაქცია - ნიკა გვარამია წულუკიანზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" დეპუტატს, თეა წულუკიანს პასუხობს და ამბობს, რომ ის უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია. ეს კომენტარი მან სასამართო პორცესის დაწყებამდე გააკეთა.

"რაც შეეხება თეა წულუკიანს, ჩემს წარმოსახვაში თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელსაც სკოლა რომ დაამთავრა მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა, ეს არის თეა წულუკიანი ჩემს წარმოსახვაში, თან სულელი, უკიდეგანოდ სულელია და უსაზღვროდ ბოროტი. რა უნდა ვილაპარაკო, ახლა დარღვია ყველაფერი რაც შეიძლება, პირდაპირ, პოლიტიკური დევნილიდან მაქცია, ყველანაირ დევნილად", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ნიკა გვარამის ტელეფონზე მუდმივად შედიოდა არაიდენტიფიცირებადი პირებისგან ზარები. გვარამიამ აღნიშნა, რომ 200-მდე ზარი უკვე მიიღო და მათ რა თქმა უნდა, არ პასუხობს.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ სანამ ცოცხალია და სანამ ფეხზე დგომა შეუძლია, თეა წულუკიანსაც და ბიძინა ივანიშვილსაც სისხლს გაუშრობს და "მათი წასვლა იქნება უმტკივნეულესი, იმიტომ რომ მე ვიარსებებ".

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი ცოტახანში დაიწყება.

გვარამიამ გაანცხადა, რომ ახლა უკვე გასაგებია რატომ განახლდა მხოლოდ მისი სასამართლო პროცესი და რატომ ეჩქარებათ მისი "იზოლაცია". მან წულუკიანის განცხდებას "უკიდეგნო სიშტერე" უწოდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გავრამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ გავრამიას დაურეკოს და რასაც დაარიგებს პარლამენტში ის ილაპარაკოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი