"ზუსტად იმას ნიშნავს, რასაც თქვენ მიხვდით", - ასე უპასუხა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რას უნდა ნიშნავდეს თეა წულუკიანის განცხადება ნიკა გვარამიას სამარათლო პროცესის განახლების ფონზე.
"აქ სიარული მომიწევს, ამ წარმოდგენაზე ფასი აქვს ყველაფერს და გადახდა საჭიროა, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, სანამ ლაპარაკი შემიძლია, არ მაინტერესებს არც სასამართლო, არც ეს ზარები, უტელეფონოდ ვიარსებებ საერთოდაც, ტელევიზორშიც რომ არ ვიყო, გავუშრობ სისხლს ბოლომდე წულუკიანსაც და მის პირად პატრონს ივანიშვილსაც და მათი წასვლა იქნება უმტკივნეულესი, იმიტომ რომ მე ვიარსებებ", - თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე შესვლამდე.
ნიკა გვარამიამ, ასევე, ისაუბრა სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ მოლოდინზე და განაცხადა, რომ პროკურორს ამ ბრალზე პასუხისგება მოუწევს.
"პროკურორს მოუწევს ამ ბრალზე პასუხისგება აუცილებლად, როცა ხელისუფლება შეიცვლება, მე არ ვიქნები მოხარული, ის ციხეში წავიდეს, მაგრამ მე დაზარალებული ვიქნები თავის დროზე ამ საქმეზე", - თქვა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზე განახლდა.
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი - ადვოკატის აზრით, გადაწყვეტილება ივანიშვილთან იქნება შეთანხმებული
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გავრამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ გავრამიას დაურეკოს და რასაც დაარიგებს პარლამენტში ის ილაპარაკოს.