ე.წ. კარტორგაფების საქმეზე მალხაზ მიქელაძე უკვე მესამედ იკითხება

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვების სერია გრძელდება. ამ წუთებში გამომძიებლბის კითხვებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი და საზღვრის სადერმაკაციო კომისსიის წევრი, მალხაზ მქელაძე პასუხობს. ის გამოკითხვაზე მესამედ დაიბარეს.

მიქელაძე ბრალდებულ ივერი მელაშვილთან ერთად ფიგურირებს ფარულ ვიდეო ჩანაწერში, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა. მიქელაძე კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება, პასუხობს, რომ ამის საჭიროება არაა. 

"ბრალდების მხარეს მთლიანობაში გაკეთებული ჰქონდა ისეთი კომენტარები, რომ არასწორი აღქმა წარმოიშვება", - თქვა მალხაზ მიქელაძემ. 

მიქელაძის ადვოკატის თქმით, უცნობია თუ კონკრეტულად რა კითხვები აქვს მასთან საგამოძიებო ორგანოს.

აგამოძიებო უწყებაში ხვალ, დილის 12 საათზე დავით დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტის ყოფილი წევრია. მისი თქმით, ცხადია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ეშვება ტიპიურად სტალინისტური სტილის საქმეებს.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. 

გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის  მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი