ნუ იტყვით, რომ პოლიტიკური ან პანდემიური კონტექსტი მოხსნილია - ნიკა გვარამია მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიამ მოსამართლეს მიმართა.

მთავარი არხის გენდირექტორმა პირად დევნაზე გააკეთა განცხადება და ამის დასადასტურებლად თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე მისი პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროვება დაასახელა.

"ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, ეს უკვე პირადი დევნაა, პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაა. პოლიტიკური კონტექსტი არათუ მოიხსნა, გაძლიერდა. ნუ გააკეთებთ იმას, რასაც არცერთ ვითარებაში არ გააკეთებდით, ზეწოლა რომ არ იყოს თქვენზე და ნუ იტყვით, რომ ან პოლიტიკური, ან პანდემიური ფაქტორი მოხსნილია", - თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცსეზე. 

პასუხად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ სასამართლო პოლიტიკური კონტექსტით არ მონაწილეობს ამ საკითხში.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას.

თავდაპირველად, პროცესი 2020 წლის 1 დეკემბერს ჩაინიშნა, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ, კოვიდპანდემიის კონტექსტში, პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადადო, 2 თებერვალს კი ხელახლა ჩანიშნა.

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 11 თებერვალს განახლდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი