ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურს კორუფციაში ადანაშაულებენ. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, 2017-2020 წლებში საბინაო სამსახურმა სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, რაზეც მერიის შიდა აუდიტის დასკვნა მეტყველებს.
ოპოზიციინერი დეპუტატის თქმით, დარღვევების შესახებ ინფორმირებულია ქუთაისის მერი, რომელიც გასულ წლებში ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია.
შუშანია, მერიას და საკრებულოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატორას თავად მიმართავს. ბრალდებებისთვის მერიაში ამ დრომდე არ უპასუხიათ.