ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გაამართლეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანა ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სასარგებლოდ, მის მიერ აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე.

საქმეზე დამნაშავედ სცნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლი მიხეილ ჩოხელი და მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ბრალდების მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. რაც შეეხება დაზარალებულს, ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება. 

შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირება 2017 წლის მაისში, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა, რის შემდეგაც ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი თავს დაესხა, ხოლო ფარცხალაძემ პასუხად განაცხადა, რომ ლაშა თორდია მთვარლი იყო და დაპირისპირება მისი მიზეზით დაიწყო. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი