კამპანია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ - წულუკიანის განცხადებას პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეისწავლის

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებას პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეისწავლის.

თავის მხრივ, მომხდარს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აფასებენ და მძიმე დარღვევად მიიჩნევენ. მათი თქმით, მიზანი დაშინება და ზეწოლაა, რადგან ნიკა გვარამიამ "არ გააკეთოს ის, რასაც აკეთებს". ამასთან, უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ "მომხდარი ერთგვარი ფსიქოლოგიური ძალადობაა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორზე".

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ "მთავარის" გენერალურ დირექტორს დაურეკოს და რასაც დაარიგებს, პარლამენტში ის ილაპარაკოს.

თავის მრივ, ნიკა გვარამიამ წულუკიანზე თქვა, რომ უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია და რომ ყველანაირ დევნილად აქცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი