ეს უკვე პირადი დევნაა - ნიკა გვარამიას მიმართვა მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას, სასამართლოში სიარული ყოველი კვირის ოთხშაბათს მოუწევს. მოსამართლემ დღეს სხდომების გრაფიკი გაწერა.

ნიკა გვარამიამ დღევანდელ სასამართლოზე მოსამართლეს მიმართა და იმ ვითარების შესახებ ისაუბრა რომელიც თეა წულუკიანის გამოსვლას მოჰყვა.  

​ჩემი ტელეფონი გაუჩერებელია, ეს უკვე პირადი დევნაა - მიმართა მოსამართლეს ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება მოსამართლის პოზიციას. როგორც ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, არ აქვს ინფორმაცია საჯაროდ გამჟღავნებულ პირად ნომერზე და პოლიტიკური პროცესებიდანაც შორს არის:

შორს ვარ პოლიტიკური პროცესებისგან და ამაში დაგარწმუნებთ ჩემი მონაწილეობა მოცემული საქმის განხილვაში - განაცხადა ჩხიკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას.

თავდაპირველად, პროცესი 2020 წლის 1 დეკემბერს ჩაინიშნა, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ, კოვიდპანდემიის კონტექსტში, პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადადო, 2 თებერვალს კი ხელახლა ჩაინიშნა.

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 11 თებერვალს განახლდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი