"მესიჯების 90% ზეპოზიტიურია" - მოქალაქეების პასუხი წულუკიანის აგრესიას

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური დევნის ახალი ეტაპი დაიწყო. ივანიშვილის კლანის მთავარი სამიზნე კვლავ მთავარი არხის დამფუძნებელია. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ბრძოლა დღეს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით განახლდა. კორონაპანდემიის მიუხედავად, სასამართლოში ჩანიშნული სხდომა და თავდასხმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

"ოცნების"ყველაზე აგრესიული სპიკერი კი სხდომათა დარბაზში, კანონის საჯაროდ დარღვევასაც არ მორიდებია. 

ზარები და ტექსტური შეტყობინებები ნიკა გვარამიას პირად მობილურ ტელეფონზე არ წყდება, თუმცა ნიკა გვარამიას ძირითადად დადებით კონტექსტში წერენ. 

ის რომ წულუკიანის მიზანი სწორედ მასიური დევნის დაწყება იყო სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსებიც ადასტურებს. ასეთ შეფასებას აძლევენ არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები იუსტიციის ყოფილი მინისტრის განცხადებას. 

წულუკიანის განხცადებას დღის ბოლოს წერილობით გამოეხმაურა პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ლონდა თოლორაია აცხადებს რომ მისი სამსახური ამ ფაქტს შეისწავლის. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი