შემჭამა რაღაცა ნომერმა სამი დღე, აღმოჩნდა პარლამენტის აპარატი...ისევ იმ ჭკუაზე ხართო? - ზურა ჯაფარიძე 

გამოქვეყნდა:

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის და ზოგადად ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები რომ ოპოზიციის ნაწილი ბულინგის მსხვერპლია და პარლამენტში ამიტომ ვერ შედის, ტყუილს უწოდებს.

"ღამის მთავარში" საუბრისას ჯაფარიძე ამბობს, რომ მარტივად შეიძლება გადამოწმება იმ ინფორმაციის, რომელიც პარლამენტის აპარატს აქვს.

ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ მას აპარატიდან დაუკავშირდნენ და გადაამოწმეს, ისევ ეთანხმებოდა თუ არა 1 თვის წინ დაწერილ განაცხადს, სადაც დეპუტატის მანდატის გაუქმებას ითხოვს: 

შემჭამა რაღაცა ნომერმა, სამი დღე რეკავდა გაუჩერებლად, აღმოჩნდა პარლამენტის აპარატი... დამირეკეს, გაფრთხილებთ წინასწარ ეს საუბარი იწერებაო, ერთადერთი კითხვა იყო, ეს განცხადება რომ დაწერეთ ისევ იმ ჭკუაზე ხართ თუ არაო? და რადგან მე დამირეკეს, ესე დაურეკეს ყველას" ამბობს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, სატელეფონო საუბრის ჩანაწერები პარლამენტის აპარატს აქვს და იმ პოზიციის გასამყარებლად, რომ ოპოზიციიდან ვინმე გადაიფიქრა და პარლამენტში შესვლა უნდა, უმრავლესობას შეუძლია გამოაქვეყნოს.

შეგახსენებთ, "ოცნების" პარლამენტმა ოპოზიციას დღეს სადეპუტატო მანდატები არ გაუუქმა, გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტში შესვლა უნდა, თუმცა ვის - კობახიძე არ აკონკრეტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი