
"ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროვებას აფასებს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კრიტიკული მედიის დამფუძნებლის წინააღმდეგ ივანიშვილის გუნდმა მორიგი ზიზღის კამპანია დაიწყო.
"პოლიტიკური აქტი იყო, ეს არ არის რაღაც შემთხვევითი შეცდომა, მიზანმიმართულად გააკეთა და შეუძლებელია სხვა რამეს ისახავდეს მიზნად, გარდა იმისა, რომ აგრესიულად განწყობილი ადამიანები მიუქსიონ ამ შემთხვევაში გვარამიას. ამორალური ქმედებაა და მაგის თქმა მინდა, რომ არ ესმის და ვერასოდეს ვერ გაიგებს რატომაა ამორალური ქმედება, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ამაბვი, უნდა, რომ ასეთ საზოგადოებაში იცხოვროს", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, წულუკიანმა პერსონალური ინფორმაცია გაასაჯაროვა, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში არ სჯერა, რომ მას ვინმე დასჯის.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ "მთავარის" გენერალურ დირექტორს დაურეკოს და რასაც დაარიგებს, პარლამენტში ის ილაპარაკოს.
თავის მრივ, ნიკა გვარამიამ წულუკიანზე თქვა, რომ უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია და რომ ყველანაირ დევნილად აქცია.
წულუკიანის ამ განცხადებას პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეისწავლის.