გამოხმაურება ფარცხალაძის გამართლებაზე - ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა", ფარცხალაძე-თორდის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში გაავრცელა განცხადება და შეშფოთება გამოთქვა.

"შეშფოთებული ვართ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე გაამართლა"  -  ნათქვამია განცხადებაში.   

არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ პროცესის ბოლო სხდომა დისტანციურად, დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის, მედიის და ამ პროცესით დაინტერესებული სხვა აქტორების დაუსწრებლად ჩატარდა.

ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. უფლებათადამცელებმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ პროკურატურისგან, გუშინ  2 თებერვალს შეიტყვეს. არასამთავრობო ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებას გეგმავს.

შეგახსენებთ, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ასევე ყოფილ გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას შორის ფიზიკურიდაპირისპირება ერთერთ კლუბში 2017 წლის მაისში მოხდა - ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ფარცხალაძემ თორდიას. ამის მიუხედავად, საქალაქო სასამართლომ ამ საქმეში გუშინ ფარცხალაძე გაამართლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი