ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი "ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გავრამიას ნომრის გასაჯაროებას არაეთიკურად აფასებს. ამ თემაზე კომენტარი მან პარლამენტში გააკეთა.
"ფრთხილი ვიქნები შეფასებაში, მაგრამ ამავე დროს ღიად ვიტყვი, რომ გუშინ ამის მოსმენა ჩემთვის არასასიამოვნო სიურპრიზი იყო. პირადი სივრცის უფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და ის ყველამ ერთნაირად უნდა დაიცვას. ასე რომ, მე ეს არაეთიკურ საქციელად მიმაჩნია. რამდენად გასცდება პროცესები ჩემს მსჯელობას, ეს უკვე ჩემი გასარჩევი არ არის", - თქვა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ "მთავარის" გენერალურ დირექტორს დაურეკოს და რასაც დაარიგებს, პარლამენტში ის ილაპარაკოს.
თავის მრივ, ნიკა გვარამიამ წულუკიანზე თქვა, რომ უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია და რომ ყველანაირ დევნილად აქცია.
წულუკიანის ამ განცხადებას პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეისწავლის.