ბორის ჯონსონი: დიდ ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზით 10 მლნ. ადამიანი უკვე აიცრა

გამოქვეყნდა:

 დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, Twitter-ზე წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით ქვეყანაში 10 მილიონი ადამიანი უკვე აიცრა. 

"მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა, რომ ეს შესაძლებელი გამხდარიყო", - ვკითხულობთ მის ტვიტში.

აქვე გეტყვით, რომ Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 104 მილიონზე მეტი პირი უკვე აიცრა. ვაქცინაციის სისწრაფით ლიდერი ისრაელია, მას მოსდევს სეიშელი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი და ბაჰრეინი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი