ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნის მომდევნო სამიზნე ხდება. გამარჯვებული საქართველოს ლიდერს სასამართლოდან დღეს აუწყეს, რომ მისი პროცესები ჩაინიშნა და 3 დღეში ზუსტ განრიგსაც გააცნობენ.
ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დადანაშაულებული მაშინდელი შს მინისტრი 15 წლის შემდეგ უნდა გაასამართლონ.
უახლოეს დღეებში სასამართლოში დაბარებას ელოდებიან ნიკა მელია და გიგი უგულავაც.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.
ყველა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე რამდენიმე თვის წინ ქართული ოცნების რეპრესიულმა მანქანამ კოვიდპანდემიის შიშით შეაჩერა, თუმცა ახლა ხელისუფლება ზეწოლის ახალ ტალღას იწყებს.
არ არის გამორიცხული მსვლელობა სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმეს ისევ მიეცეს. ბრალდებულები, "ლელო"-ს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან, მათ პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება.
ქართულ ოცნებას ყველასა და ყველაფერზე ერთი პასუხი აქვს - უკან ნაციონალური მოძრაობის მმართველობაში.
ავტორი: დეა მამისეიშვილი