კომპანიამ, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 266 ათასი ლარი შეწირა, გასამრჯელო მიიღო -"არსაკიძე-2000"-მა კიდევ ერთი, 2 მილიონ-ნახევრიანი შესყიდვა გაიფორმა. ხელისუფლების ფავორიტი ერთ-ერთია, იმ კომპანიებს, შორის რომელიც "ოცნებისგან" დიდ ბიუჯეტიან პროექტებს იღებს.
კვლევითმა ორგანიზაცია ''ამხილემ'' დათვალა და დაადგინა, რომ ამ დრომდე არსაკიძე 2000-ის ბალანსზე ჯამში 22 მილიონი ლარი ირიცხება.
"არჩევნების დამთავრების შემდგომ, ქალაქ თბილისის მერიამ ათეული მილიონობით ლარის ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელიც არის მილიარდელის პარტიის შემომწირველი. კომპანიას ჰყავს 3 ფლობელი, აქედან ორი "ქარული ოცნების" შემომწირველია, უსენათაშვილს 2017 წლიდან დღემდე შეწირული აქვს 216 ათასი ლარი, ხოლო სარალიძეს 50 000 ლარი. კორუფციის ნიშნებია აშკარა, გამოკვეთილი", - ამბობს, ლაშა ცანავა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ამხილე"-ს დამფუძნებელი.
ის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რომ შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი.