პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების უფრო სწრაფად შემსუბუქება ზრდის, როგორც თითოეული მოქალაქის, ისე ბიზნესის, კონკრეტული კომპანიებისა და ორგანიზაციების პასუხისმგებლობას.
"გარდა ამისა, მიზანმიმართული დარღვევა, ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, დაწესებული წესების, გარდა იმისა, რომ როგორც შედეგი მოჰყვება უმკაცრესი დასჯა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუსიდირებასა და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებში. ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას", - თქვა გახარიამ.
მისი თქმით, ფიქრობს, რომ ეს არის სრულად სამართლიანი და ეს ნაბიჯი გამოავლენს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობას.
ამავე თემაზე: