ისევ იმ აზრზე ვრჩები - კარლ ჰარცელი თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

პარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის, კარლ ჰარცელისა და "ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკიანის შეხვედრა. ელჩმა პირველი კომენტარი მედიასთან უკვე გააკეთა და აღნიშნა, რომ წულუკიანთან შეხვედრის შემდეგაც იგივე აზრზეა, რაც გუშინ განაცხადა.

შეგახსენებთ, კარლ ჰარცელმა გუშინ აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის მიერ სხდომაზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება არაეთიკურად მიაჩნია.

"რადგან ნათელი იყო, რომ თეა წულუკიანს არ ესიამოვნა ჩემი გუშინდელი კომენტარი, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად შევხვედროდი მას, მე ისევ იმ აზრზე ვრჩები, რაც გუშინ განვაცხადე, თუმცა, რაზე ვისაუბრეთ დახურულ კარს მიღმა, ამას არ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ერთმანეთის პოზიციები მოვისმინეთ. მე პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ და მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ ყოველთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს, ჩემი აზრით, პოლიტიკური უთანხმოების გადაწყვეტა", - თქვა კარლ ჰარცელმა. 

შეხვედრის შემდეგ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია დეპუტატ, თეა წულუკიანს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანის მეირ ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროვება ჰარცელმა არაეთიკურად შეაფასა, წულუკიანმა მასთან შეხვედრა ისურვა. დეპუტატმა  Facebook-ზე დაწერა, რომ ძლიერ ისურვებდა კარლ ჰარცელის პარლამენტში მიღებას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი