„ცრუ ინფორმაცია... ეს არ მომხდარა“ – შს მინისტრი პოლიციელების მხრიდან სასულიერო პირის ოჯახზე ძალადობის ფაქტს უარყოფს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ჭიათურის პოლიციის იმ მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს, რომლებსაც მოქალაქეები ძალადობაში ამხელენ.

როგორც ჭიათურაში ამბობენ, კომენდანტის საათის დროს დაფიქსირებული ინციდიენტი არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა სამართალდმაცველებმა იძალადეს და უფლებამოსილებას გადაამეტეს. თუმცა, ოპოზიციის განცხადებით, წინა შემთხვევებშიც პოლიციელები დაუსჯელები რჩებოდნენ.

ოპონენტების კრიტიკას შს მინისტრი ეხმაურება. ვახტანგ გომელაური გამოძიების დასრულებამდე აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და ამას ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებს.

მე გეუბნებით და ამას თამამად ვიძახი, ეს თემა არ მომხდარა, რომ [პოლიციელმა] ცემა ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანა, შეუზღუდა თავისუფლება და ა.შ. არ არის ეს სწორი ინფორმაცია. მოიკვლევენ და ნახავთ. მოკვლევა დასრულებული არ არის. ოპერატიული ინფორმაცია რაც მაქვს დარწმუნებით გეუბნებით, რომ ეს არ მომხდარა. არანაირი ძალადობა სასულიერო პირის ოჯახზე არ ყოფილა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ჭიათურის პოლიციას  ძალადობაში ადანაშაულებს სასულიერო პირის ოჯახი. ნაცემ პირებს შორის არიან ქალებიც. ერთერთი დაზარალებული ქალი ყვება, რომ კომენდანტის საათის დროს, მისი მეუღლე გარეთ გავიდა მეზობლისთვის სიგარეტის მისაწოდებლად.  

ფაქტს პოლიცია შეესწრო, სამართალდამცველებმა ადგილობრივებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენს, შემდეგ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ და სოლიდური ჯარიმებიც გამოწერეს გარეთ გამოსულ მეზობლებში, ჯამში, 18 ათასი ლარის ოდენობით.

დაზარალებულების  ინფორმაციით,  მოძალადეეებს შორის არიაინ ჭიათურის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილეებიც.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი