ჭიათურაში პოლიციის მაღალჩინოსნებს ძალადობაში ადანაშაულებენ. ძალადობაში ბრალდებული პოლიციის უფროსი და მის მოადგილე „მთავარი არხის“ კამერას ემალებიან.
ცემასა და დამამცირებელ მოპყრობაში სამხარეო პოლიციის უფროსს ჭიათურის მცხოვრებლები ადანაშაულებენ. 3 დღის წინ 21:03 წუთზე ნინოშვილის ქუჩაზე კომენდანტის საათის დარღვევისთვის საპატრულო პოლიციამ მოქალაქე გააჩერა. სამართალდამცავებმა ჯარიმის ადგილზე გამოწერა არ ისურვეს და პირის გადაყვანა პოლიციაში სცადეს, აგრესიული ქმედებების გამო პოლიციას მოქალაქე ხალხმა არ გაატანა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიციელები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ 2 ქალს და ბავშვს, რომელიც დაზარალებულის დასაცავად ეზოში ჩავიდნენ, ბოლოს კი 6 პირი პოლიციის სამმართველოში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და 18 ათას ლართი დააჯარიმეს.
ექვსიდან 2 ნაცემ ქალაბატონს მრავლობით დაზიანებები აქვთ და ისინი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, ორივე სსისხლაჩქცევები აქვს. მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმაც, თუმცა ამის მიუხედავად, პოლიციელების ძალადობრივ ქმედებებში გადაცდომას ვერ ხედავს შინაგან საქმეთა მინისტრი.
ეს არ არის პირველი სკანდალი, რომელშიც ჭიათურის პოლიციის მაღალჩინოსნები გაეხვნენ, ძალადობასა და მოქალაქეების წამებაში პოლიციის უფროსს მანამდეც ადანაშაულებდნენ. თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ სწორედ ასეთი სასტიკი მეთოდებით ინარჩუნებენ ისინი თანამდებობს.
ნაცემი ექვსი მოქალაქიდან, ოთხი ადგილობრიივ მღდვლი ოჯახის წევრია. სასულიერო პირი ამბობს, რომ ჯარიმას ქალაქი გადაუხდის და ინციდენტი ამით ამოწურულია.
თუმცა მღვდლის ნაცემი რძლის და ამბობს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ვიდრე პოლიციელებს პასუხს არ აგებინებს.
შსს-ს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების უარყოფის მიუხედავად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 6 აპრილს ნინოშვილის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაზე მოკვლევა დაიწყო.