მრავლობითი დაზიანებები თავის არეში – ივანიშვილის შესახებ კრიტიკული პოსტის გამო, 44 წლის მამაკაცი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს

გამოქვეყნდა:

ფოთში 44 წლის მამაკაცი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის გამო სასტიკად სცემეს. „მთავარმა“ სკანდალური საქმის მტკიცებულებები და თვითმხილველთა ჩანაწერები მოიპოვა.

პოლიიციის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა ვლადიმერ ივანოვს უთხრეს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დავალებით მივიდნენ და კორონოვირუსზე უნდა შეემოწმებინათ, კარი მოტყუებით გააღებინეს, გამოსვლისთანვე კი 44 წლის მამაკაცს ორმა ადამიანმა ცემა დაუწყო, მესამე ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით იღებდა.

ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტი, სოციალური ქსელიდან გამქრალია, თუმცა ეს პოსტი,როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის შურისძიების საფუძველი გახდა. 44 წლის მამაკაცის ცემის დროს გამოიყენეს კასტეტიც.

სასწრაფოს ექიმი ყვება, რომ პოლიციელების ძალადობის მსხვერპლს მრავლობითი დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული და ის ექიმებს ეუბნებოდა, რომ პოლიციელების თავდასხმის მსხვერპლია. 

ოპოზიციის ინფორმაციით, ანგარიშსწორება, ივანიშვილის კრიტიკისთვის დაიგეგმა და თავდამსხმელები ივანოვთან ოლიგაქრის გარემოცვამ გაუშა. ადგილზე „მთავარ არხს“ უყვებიან, რომ ეს საქმე ძალიან  ჰგავს, მარნეულის შემთხვევას, როდესაც ივანიშვილის გინებისთვის, მერმა მოქალაქეს სახე შარდით დააბანინა, ვიდეომასალა გადაიღო და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

დედას ეჭვი აქვს, რომ მის შვილზე ანგარიშსწორება საგანგებოდ დაიგეგმა, რადგან თავდამსმხლეები ადგილობრივები არ ყოფილან.

ვლადიმერ ივანოვზე თავდასხმის შემდეგ უბანში ხალხმა პოლიცია დაინახა, თუმცა უცნობია, რას გამოიძიებენ და რას დაადგენენ სამართალდამცველები ინიციდენტზე, რომლის კვალი მმართველ გუნდთან მიდის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი