აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა – ინფორმაციას აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ირკვევა, რომ ბლინკენმა და ლავროვმა საქართველოზეც ისაუბრეს, კერძოდ კი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე. საუბარი შეეხო პატიმარ ნავალნისაც.
"სახელმწიფო მდივანმა ისაბურა, რუსეთის ჩარევაზე 2020 წლის აშშ–ის არჩევნებზე, რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საქართველოსა და უკრაინაში, ასევე, ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე, ასევე "Solar Wind"–ის ინციდენტსა და სხვა მნიშნველოვან საკითხებზე" – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებულ დოკუმენტში
ლავროვთან სატელეფონო ზარის შესახებ თავად ბლინკენმა ტვიტერზეც დაწერა. მისი თქმით, მან ლავროვთან რუსეთის ქმედებების აშშ–ის ინტერესებთან შესაბამისობაზე ისაუბრა.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა და სერგეი ლავროვმა ასევე, ბირთვულ შეიარაღებასა და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეზე ისაუბრეს. გარდა ამისა ბლინკენმა გააჟღერა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება რუსეთში აშშ–ის მოქალაქეების დაცვაზე, მათ შორის პატიმრების, პაულ ველანის და ტრევორ ნიდის გათავისუფლებასა და აშშ–ში მშვიდობით დაბრუნებაზე.