ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლებამ ერთმანეთის მიყოლებით გააცოცხლა სადაც სამართლებრივი დევნის ობიექტები არიან ოპოზიციური ლიდერები.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდს პროტესტის ეშინია და რეპრესიებს დასაშინებლად მიმართავს.
"ოცნებაში" ამბობენ, რომ სამართლებრივი მეთოდების გამოყენება "ხელის გადაგრეხვა" არ არის და პოლიტიკური ძალების პარლამენტში შემოსვლის იძულებას არ უკავშირდება.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროცესი უკვე განახლდა, მომდევნო კვირას სასამართლოშია დაბარებული ირაკლი ოქრუაშვილი, დღეს პროკურატურაში იკითხება ელდარ გოგოლაძე და განახლდა ნიკა მელიას საქმეც. არსებობს მოლოდინი რომ განახლდება გიგი უგულავას საქმეც.