მოძრაობა "სირცხვილია" ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის 12 წლით პტიმრობის მისჯას ემაურება და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციის გამართვას აპირებს. ისინი ამ ფორმით არა მარტო ოკუპანტების გადაწყვეტილებას, არამედ მთავრობის უმოქმედობას გააპროტესტებენ.
"ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 15:00-ზე ვიკრიბებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ჩიტაძის 4-ში!
მთავრობის უმოქმედობა და ფასადური ინტერესი ამ საქმის მიმართ დანაშაულია!", - წერს სირცხვილია.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მომხდარს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახისთვის დასაბრუნებლად.