როცა ადამიანს გირაო აქვს, მასზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი ბედი - მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, პროკურატურაში ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაბარების შესახებ საუბრისას ამბობს, რომ "როცა ადამიანს გირაო აქვს, მ,ასზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი ბედი". 

"არ ვიცი, ნიკა მელიას რა პოზიცია ექნება, მაგრამ შემიძლია განგიმარტოთ როგორც არამხოლოდ პოლიტიკოსმა, როგორც იურისტმაც, რომ როცა ადამიანს გირაო აქვს შეფარდებული, მასზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი ბედი, აღკვეთის ღონისძიების ბედი, დაუმძიმდება თუ არ დაუმძიმდება,  - გამონაკლისები მსოფლიოში არ არსებობს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

"ქართული ოცნების" ერთერთმა ლიდერმა, ასევე, განაცხადა: "ჩემი საქმე არ არისკონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე განცხადების გაკეთება". 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ნიკა მელიას გამოძახება გირაოს გადაუხდელობას უკავშირდება, რომელიც პოლიტიკურ ლიდერს 20 ივნისის საქმეზე აქვს შეფარდებული. 

დღეს პროკურატურა ნიკა მელიას დამატებით, ერთკვირიანი ვადის გაფორმებას შესთავაზებს, თუ ის ამ ვადაში გირაოს - 40.000 ლარს არ გადაიხდის, პროკურატურა მის დაკავებას მოითხოვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი