რამდენი ადამიანი მოგვტაცეს, ისევ გვაქვს ნელი ომი – ზუკა ბერძენიშვილი გახელაძის სასჯელზე

გამოქვეყნდა:

ზაზა გახელაძის 12 წლიანი პატიმრობის განაჩენს, სირცხვილიას აქტივისტები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აპროტესტებენ და პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმთან ერთად საქარათველოს ხელისუფლებასაც აკისრებენ.

"რასაც არ უნდა აკეთებდეს ოფიციალური თბილისი,  სინამდვილეში მოსკოვის თბილისის ფილიალი, როცა ადამიანს ჩვენსავე კონტროლირებად ტერეტორიაზე სოკოს კრეფისას, რომ დაჭრიან, გაიტაცებენ, რაღაცეებს დააბრალებენ, რუსი სამხედროებიც იძახიან, რომ არ უსვრიათ ჩვენი მიმართულებით რა სისულელეაო, აი ამ დროს გიორგი ვოლსკი, არ უნდა გამოეთრეს და არ უნდა გვითხრას, რას ვიზამთ ესაა ოკუპაცია ხან დაგჭრიან და ხან დაგიჭერენო, სახალხო დამცველმა გახელაძის საქმეზე მიიღო ეს პასუხი.

12 წლით რომ უნდა იჯდეს ადამიანი ციხეში, ხომ ყველამ კარგად ვიცით, რა საფრთხის ქვეშ იქნება ყოველწუთიერად. შეშფოთებას რომ გამოთქვამენ და ამბობენ, ომი რომ არ გაქვთ არ ხართ კმაყოფილებიო, ჯერ ერთი ცოტა მეტიც გვინდა, მაგრამ არ გვაქვს ომი? ამდენი წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი მოგვტაცეს, რამდენი მოკვდა, რამდენი მიწა წაგვართვეს, როგორ არ გვაქვს ომი, უბრალოდ ნელი ომია, რომელიც ივანიშვილის ქონებას არ უქმნის საფრთხეს."– ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი

  • "საქართველოს ხელისუფლებამ თავისი არგაღიზიანების პოლიტიკით მოახერხა ის, რომ ზაზა გახელაძე გაუშვეს პატიმრობაში" – ამბობს აქტივისტი ნიკა ფარულავა
  • "რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ხელისუფლება და სუსი ოჯახს ეუბნებოდა, რომ გაჩუმდით არ გაეკაროთ ოპოზიციას და მაშინ უფრო გამოვა" – ამბობს ელენე ხოშტარია

 ამავე თემაზე:

ავტორი: დეა მამისეიშვილი 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი