ხმაურია საგარეო სამინისტროსთან, სადაც მოქალაქეები ზაზა გახელაძის 12 წლიან სასჯელს აპროტესტებენ.
სამართალდამაცები გიორგი მჟავანაძის ტერეტორიიდან გაყვანას ცდილობდნენ, ისე რომ მისთვის არ განუმარტავთ განრიდების მიზეზი.
"გვიზღუდავდნენ გამოხატვის უფლებას, აქ შეკრებილი ვართ, იცით რასაც ვაპროტესტებთ, 12 წელი მიუსაჯეს დღეს გახელაძეს დე–ფაქტო რეჟიმმა, ცხინვალის. აქ ვართ შეკრებილი მოქალაქეები, აქ ვართ მოქალაქეები რომლებიც მოვუწოდებთ სახელმწიფოს დაიხსნან ჩვენი მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმისგან. მითითებებს გვაძლევენ, აქ არ უნდა იდგეთ, იქ უნდა იდგეთ. პოლიციის თანამშრომლები აგრესულად მოგვმართავდნენ და ჩემმა პასუხმა გააღიზიანათ არ ვაპირებთ თქვენთან ლაპარაკს და ამის გამო ცდილობდნენ ჩემს დაკავებას და არ გამოვა რუსეთის და პუტინის რეჟიმივით, აქციიდან ხალხის გაყვანა" – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მჟავანაძე
გიორგი მჟავანაძეს სხვა სამოქალაქო აქტივისტები დაეხმარნენ და პოლიციელებმა მისი ადგილიდან გაყვანა ვერ შეძლეს.
ამავე თემაზე:
ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა
ზაზა გახელაძის განაჩენის გამო, საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს
მთავრობის უმოქმედობა დანაშაულია - სირცხვილია გახელაძის განაჩენს საგარეოსთან აპროტესტებს
რამდენი ადამიანი მოგვტაცეს, ისევ გვაქვს ნელი ომი – ზუკა ბერძენიშვილი გახელაძის სასჯელზე
ავტორი: დეა მამისეიშვილი