ზაზა გახელაძისთვის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოტანილ "განაჩენს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პროვოკაციად აფასებს.
ზალკალიანი ამბობს, რომ ყველა ორმხრივი ფორმატის ფარგლებში იქნება დამგმობი განცხადებები:
უკვე მქონდა ბევრ ჩემს კოლეგასთან აქტიური კომუნიკაცია, ჟენევის ყველა მთავარი აქტორი არის ინფორმირებული, გაძლიერდება ზეწოლა, ყველა ფორმატში, მათ შორის, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფორმატში, მათ შორის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფორმატში, გაერო-ს გენერალური ასამბლეისა და ასევე, უშიშროების საბჭოსა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატში, ნატო-ს ფორმატში; ყველა ფორმატი, ორმხრივი ფორმატები იქნება მაქსიმალურად გამოყენებული. იქნება დამგმობი განცხადებები და არ მივცემთ მათ მოსვენების საშუალებას – მე ამის პირობას გაძლევთ, ისე როგორც ყველა წინა უკანონო დაკავების დროს იყო გაკეთებული; ყველა ქმედითი ნაბიჯი იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქე ზაზა გახელაძე იყოს დროულად გათავისუფლებული“ ამბობს ზალკალიანი.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს დღეს 12 წლითა და 6 თვით "პატიმრობა" მიუსაჯა.