საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში - გამოხმაურებები თბილისში

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" თავის დამსახურებას ხედავს იმაში, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას საქართველოს საკითხი დააყენა.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საქართველოს საკითხის გაჟღერება ოკუპანტ ქვეყანასთან არა მმართველი გუნდის, არამედ თავად ბლინკენის დაინტერესებაა, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა კავკასიის საკითხებზე და კარგად იცნობს რეგიონს და საქართველოს. 

მათ იმედი აქვთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში გააქტიურდება, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ შემხვედრი ნაბიჯები  "ქართული ოცნების" მთავრობამაც უნდა გადადგას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. მათ შორის რუსულ აგრესიაზე უკრაინასა და საქართველოში. ინფორმაცია და საუბრის შინაარსი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებიდან ხდება ცნობილი.

კრემლი კი ამ სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ საჯარო ინფორმაციაში, არც საქართველოს ახსენებს და არც სამხედრო აგრესიას. მოსკოვი კვლავ ცდილობს შეცვალოს საერთაშორისო რიტორიკა და ეს საკითხები დასავლეთთან დისკუსიის დღის წესრიგიდან მოხსნას. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი